22 თებერვალი 2019,   01:49
ვრცლად
უპრეცენდენტო პროტესტი საპატრიარქოსთან - დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებიდან 2 წელი გავიდა 

ორი წელი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებიდან და უპრეცედენტო პროტესტი საქართველოს საპატრიარქოსთან. პატრიარქის რეზიდენციასთან გაშლილი კარვით ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ძმები პროტესტს მართავენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ოჯახმა საქართველოში ამოწურა ყველა სამართლებრივი და მორალური რესურსი.

ორი წლის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი დეკანოზი ზიარებას ითხოვს, ძმებმა მისი მხარდაჭერის მიზნით კარავი კვირის დასაწყისში გაშალეს.

საპატრიარქომ აქცია ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახედ შეაფასა. აღნიშნეს, რომ პატრიარქის გადაწვეტილებით, ზიარების უფლება ნებისმიერ მღვდელმსახურს ჰქონდა, თუმცა იმ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილებითა და პასუხისმგებლობით.

ზიარებისთვის მზადყოფნა მხოლოდ მამა ნიკოლოზმა გამოთქვა, მაგრამ თორნიკე მამალაძემ განცხადებაში მუქარა ამოიკითხა.

აქციის დაწყების შემდეგ, საპატრიარქოში ერთი შეხვედრა ჰქონდათ. როგორც თორნიკე მამალაძე ამბობს, უშედეგო, რადგან ურჩიეს ბათუმში გაეგრძელებინათ პროტესტი, მეუფე დიმიტრის კართან, ვინც მამალაძე უზიარებლობით დასაჯა.

თორნიკე მამალაძე ძმის უდანაშაულობას დამტკიცებას ზუსტად ორი წელია ცდილობს. 

ადვოკატები თავიდანვე აღნიშნავდნენ, რომ დეკანოზს ციანიდი ჩანთაში ჩაუდეს, მხოლოდ 9 საათის შემდეგ გაჩხრიკეს ბარგი, აეროპორტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაანადგურეს და საჭირო ექსპერტიზა არ ჩაატარეს. დეკანოზი სასამართლო პროცესების გასაჯაროებას ითხოვდა.

 

დღის ამბები