17 ივლისი 2019,   12:40
ვრცლად
ქართველი ემიგრანტების შეხვედრა ქალაქ ლიეჟში - კონგრესის სასახლეში ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

ქართველი ემიგრანტების შეხვედრა ქალაქ ლიეჟში - კონგრესის სასახლეში ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ წუთებში დარბაზში უკვე ფენენ საქართველოს 60 მეტრიან დროშას. ორგანიზატორები ამოწმებენ ტექნიკურ დეტალებს. შეხვედრისთვის მიმდინარე სამზადისი „კურიერმა“ გადაიღო. 

შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ეკონომიკა იქნება. ემიგრანტები მიიჩნევენ, რომ ძლიერი ეკონომიკა საქართველოს წარმატებისთვის აუცილებელია.

ლიეჟში იმყოფება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე, სანდრა რულოვსი, რომელიც დღეს დაგეგმილ ქართველი ემიგრანტების შეხვედრას მოდერაციას გაუწევს. გარდა ამისა, როგორც მოძრაობის „ერთად საქართველოში“ წევრები ამბობენ, სამ პუნქტიანი სამომავლო გეგმის ნაცვლად, დღეს 5 პუნქტიან სამოქმედო გეგმას წარადგენენ.

„ვაპირებდით სამი პუნქტის დადებას ჩვენი გეგმის შესახებ და ეს პუნქტები გუშინდელი თათბირის შემდეგ ავიდა 5 პუნქტამდე. ანუ, ჩვენ დავდებთ 5 რეალურ პუნქტს, რომლის განხორციელებასაც დავიწყებთ დღევანდელი კრების დასრულებისთანავე. ეს იქნება რეალური გეგმა და არა ლოზუნგებით და მოწოდებებით საუბარი,“ - აცხადებს ქართველი ემიგრანტი, გიორგი სიგუა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები