23 აპრილი 2019,   04:23
ვრცლად
ხანძარი ახალ ზელანდიაში - ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს რამდენიმე დღეა ვერ აქრობენ

ახალ ზელანდიაში ტყის მასშტაბურ ხანძარს ვერ აქრობენ. სტიქია ქვეყნის სამხრეთ კუნძულის ჩრდილოეთ რეგიონებში მძვინვარებს. ხანძარი რამდენიმე დღის წინ ქალაქ ნელსონის მახლობლად გაჩნდა და ახლა უკვე კიდევ ერთ დასახლებას ემუქრება. სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ევაკუირებულია 3 ათასამდე ადგილობრივი მცხოვრები. გავრცელებული ცნობით, ხანძრის ლოკალიზებას ხელს ძლიერი ქარი უშლის. სამაშველო ოპერაციაში 20-ზე მეტი ვერტმფრენი და 2 თვითმფრინავი მონაწილეობს.

დღის ამბები