22 თებერვალი 2019,   01:37
ვრცლად
თელავის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მაღალჩინოსანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თელავის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსს ზაქარია ქინქლაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ზაქარია ქინქლაძეს ბრალი ედება ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოს დირექტორისგან, რამაზ ლეფსვერიძისგან, ქრთამის აღებაში იმის ნაცვლად, რომ მისთვის, ხე-ტყის უკანონო ჭრისას და რეალიზაციისას, მფარველობა გაეწია.

ასევე სასამართლომ ამავე საქმეზე დაკავებული ოთხი პირი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 აპრილს გაიმართება.

დღის ამბები