17 ივლისი 2019,   12:52
ვრცლად
გაძვირებული თამბაქო - იმპორტიორები სიგარეტზე ფასის ზრდას კიდევ პროგნოზირებენ 

თამბაქოს ფასი დღეს კიდევ 50 თეთრით გაძვირდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. იმპორტიორები და მწარმოებლები ამბობენ, რომ მთავრობა მათ გადასახადებს უზრდის და იძულებულები არიან ეს ფასებზე ასახონ. არ არის გამორიცხული, შარშანდელთან შედარებით, წელს სიგარეტი, ჯამში, 2 ლარით გაძვირდეს.

ბრითიშ-ამერიკან ტობაკოს“ კორპორაციული დირექტორი ამბობს, რომ ბიზნესისთვის სრულიად მოულოდნელად, პარლამენტმა დეკემბერში ადვალური გადასახადი სამჯერ გაზარდა. ზვიად სხვიტარიძის, თქმით, ამ ცვლილების შესახებ თამბაქოს ინდუსტრიამ ტელევიზიით შეიტყო. გადასახადი სარეალიზაციო ფასზეა მიბმული და თუ 5 ლარიანი სიგარეტის შემთხვევაში იმპორტიორი ბიუჯეტში 50 თეთრს იხდიდა, ახლა უკვე მთავრობას 1,5 ლარს ურიცხავს.

ბაზარზე თამბაქოს მკვეთრი გაძვირება ექსპერტების თქმით, კონტრაბანდას ახალისებს. მით უმეტეს ახლა, როცა შავ ბაზარზე მოგება ძალიან დიდია. სპეციალისტების თქმით, თამბაქოთი არალეგალური ვაჭრობა ნარკოტიკის რეალიზაციიდან მიღებულ მოგებას უტოლდება. შავი ბაზრის კონტროლს კი საქართველოზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც კი ვერ ახერხებენ.

შავ ბაზართან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობს ოპოზიციაც, სადაც ფიქრობენ, რომ სიგარეტის გაძვირებით მომხმარებელი თამბაქოსთვის თავის დანებების ნაცვლად, უფრო უხარისხოზე გადადის, რაც მის ჯანმრთელობას აზიანებს.

მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ხისტი პოლიტიკა გაამართლებს და მომხმარებლები სიძვირის გამო, თამბაქოს მოხმარებაზე უარს იტყვიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები