23 აპრილი 2019,   04:24
ვრცლად
"2013 წლიდან დღემდე კალაძე მართავს "ყაზტრანსგაზს" - ალეკო ელისაშვილი

„2013 წლიდან დღემდე კალაძე მართავს ყაზტრანსგაზს,“ - ეს განცხადება სამოქალაქო  მოძრაობის დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა, გადაცემს არჩევანში გააკეთა.

ელისაშვილისთვის მიუღებელია, რომ ყაზტრანსგაზს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი ხელმძღვანელობს.

„ხალხი დაიხოცა ამათი უნიათობის და კორუფციის გამო. ის, რომ ყაზტრანსგაზი არის ასეთი საზიზღარი კომპანია, არის კალაძის ბრალი. იმიტომ კი არა, რომ კალაძეს ვერჩი. 2013 წლიდან, მაშ შემდეგ, რაც ენერგეტიკის მინისტრი გახდა, თავისი ძმაკაცი - კალა კაპიტალის უსაფრთხოების უფროსი დანიშნა სპეცმმართველად, ბენაშვილი დღეს არის პარლამენტში. 2013 წლიდან დღემდე კალაძე მართავს ყაზტრანსგაზს,“ - ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ყაზტრანსგაზი ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის მფლობელობაშია.

„შეგნებულად ხდებოდა ამის გაკოტრება და სინამდვილეში, მენეჯმენტი როგორი იყო, ის კი არ აინტერესებდა კალაძეს და ბენაშვილებს, რაც შეიძლება, ისე გაეკოტრებინათ, რომ მერე ვალები ჩამოაწერეს, იხლაფორთეს და ჯიბეში რომ იაფად ჩაედოთ, რომ ახლა ძვირად გადაყიდონ, ეს არის მთელი მიზანი,“ - ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილმა დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ კალაძის განცხადება გააკრტიკა, რომელმაც მთელი ბრალეულობა ნაციონალურ მოძრაობაზე გადაიტანა.

ელისაშვილი ამბობს, რომ ოცნება 7 წელია, უკვე ქვეყნის ხელისუფლებაშია, თუმცა, ამ დრომდე რეალური ცვლილება არ გაუტარებია. 

დღის ამბები