23 აპრილი 2019,   04:23
ვრცლად
სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბარ „საქსესში“ ორი მოქალაქის მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ჯ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თბილისში მდებარე ბარ „საქსესში“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აღნიშნული ბარის თანამშრომლებს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები