21 აგვისტო 2019,   21:52
ვრცლად
შს მინისტრმა გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახებს ღირსების ორდენები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტის გარდაცვლილი თანამშრომლების - კოტე თოდუას, მორგენ ნიჟარაძისა და ჯემალ ქოჩუას ოჯახებს ღირსების ორდენები გადასცა.  

შსს-ის ცნოიბთ, სამივე პოლიციელი 1992 წლის 9 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. 

გიორგი გახარიამ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ეზოში დაღუპული პოლიციელების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

"შინაგან საქმეთა მინისტრი გარდაცვლილი პოლიციელების ახლობლებს გაესაუბრა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ სამინისტროს მხრიდან თანადგომისა და მხარდაჭერის იმედი.

"პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 27 წლის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელები ღირსების ორდენებით სახელმწიფოს მშენებლობაში, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ,"- აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

 

 

დღის ამბები