23 აპრილი 2019,   03:58
ვრცლად
ტრაგედია დიდ დიღომში - გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ. გუშინ ცხედრები ქაშუეთის ეკლესიაში მიასვენეს. ადგილზე იყვნენ შეკრებილები ~გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები. ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები