21 აგვისტო 2019,   22:48
ვრცლად
მისი ინტელექტიდან გამომდინარე მსგავსი რაღაცეები არავის უკვირს - ხაბეიშვილის თქმით, დედაქალაქის მერი "ღლიცინებს"

დედაქალაქის მერს რეპლიკის ადრესატი პასუხობს - ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ქალაქის მერი, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიის გამო შეშფოთებული იყოს და მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილების გზებზე საუბრობდეს "ღლიცინებს".

კალაძის რჩევა, გამოექანოს ოპოზიცია მთაწმინდიდან და ვინც საქართველოში არაა, მაგალითად მიხეილ სააკაშვილი - ჰოლანდიიდან, ხაბეიშვილისთვის იმის დასტურია, რომ კალაძის განცხადებები დიდ დიღომში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით მოჩვენებითი იყო. 

როგორც საკრებულოს დეპუტატი ამბობს, დედაქალაქის მერის ინტელექტიდან გამომდინარე მსგავსი რეპლიკა მოულოდნელი არ ყოფილა.   

"მაშინ, როდესაც დედაქალაქის მერი და მთავრობა მიმართული უნდა იყოს, რომ ტრაგედიის დასრულების შემდეგ ვიფიქროთ იმაზე, რომ პრევენციული ზომები მივიღოთ რომ ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს ამაზე ყველა ერთად რომ ვმუშაობდეთ ნაცვლად ამისა, ეს ადამიანი დაკავებულია იმით, რომ რაღაცა ღლიცინში გადაიტანოს კონკრეტული ტრაგედია,  რაც რა თქმა უნდა არ არის ნორმალური , თორემ კალაძისგან მსგავსი რაღაცეები ნამდვილად არავის გაუკვირდება, მათ შორის მისი ინტელექტიდან გამომდინარე, ერთადერთი, რასაც მან ამ განცხადებით ხაზი გაუსვა არის ის რომ რეალურად მას ტრაგედიის დროსაც არ შეუძლია თავი შეიკავოს და მისი მორალური მხარდაჭერაც არის მოჩვენებით“- ამბობს ხაბეიშვილი.

დღის ამბები