19 მარტი 2019,   12:36
ვრცლად
გენინსპექცია დაადგენს, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებისას რაიმე სახის გადაცდომას ადგილი - პროკურატურა ვანის ინციდენტზე

ვანში სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ვანში 11 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო. ფაქტის შესწავლის შედეგად გენერალური ინსპექცია დაადგენს, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებისას რაიმე სახის გადაცდომას ადგილი და ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირება ვანში, რესტორანში მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.

დღის ამბები