19 მარტი 2019,   12:29
ვრცლად
„არ გვინდა, მოსახლეობა ხიდიდან რიონში ჩავარდეს" - ქუთაისის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპა ჩემი სახლია ქუთაისის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ორგანიზაციის თავმჯდომარე, გია გოქაძე, აცხადებს, რომ უკვე ორი კვირაა, ხიდზე დაგებული მინის იატაკი დაზიანდა და ჯერჯერობით არც მიზეზია დადგენილი და არც ის არის ცნობილი, თუ რამდენად უსაფრთხოა ხიდზე გადაადგილება.

ორგანიზაციის წევრებმა ხიდზე სტიკერები დააკრეს, რითაც მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ იქ სიარული საშიშია.

„არ გვინდა, რომ მოსახლეობა ხიდიდან რიონში ჩავარდეს. ამის საფრთხე დიდია,“ - განაცხადა გია გოქაძემ.

ბრალდებებს ქუთაისის მერიაში გამოეხმაურნენ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ბექა ყურაშვილი, ამბობს, რომ დაზიანებულ ხიდზე გადაადგილება ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხოა. მისი თქმით, დაზიანების მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები