17 იანვარი 2019,   14:52
ვრცლად
აშშ-ში 21 წლის ბიჭმა 13 წლის მოზარდის მშობლები დახოცა და გოგონა გაიტაცა

ამერიკელმა სამართალდამცველებმა მკვლელობისა და გატაცების ბრალდებით 21 წლის მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა ვისკონსინის შტატში მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა გასული წლის ოქტომბერში 13 წლის მოზარდის მშობლები დახოცა, შემდეგ კი გოგონა გაიტაცა და სამი თვის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდა.

სამართალდამცველების ცნობით, გოგონამ გაქცევა საკუთარი ძალებით იმ დროს მოახერხა, როდესაც მოძალადე სახლში არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ ის ეჭვმიტანილის მეზობლებმა იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს მსხვერპლთან წარსულში არანაირი კავშირი არ ჰქონია.

დღის ამბები