17 იანვარი 2019,   14:29
ვრცლად
კახეთის გზატკეცილზე, ვარკეთილის ხიდების რეკონსტრუქციის გამო, მოძრაობა შეიზღუდება

დღეს, 23:30 საათზე, კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე მოძრაობა შეიზღუდება. 

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა ე.წ. ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციის ფარგლებში მოხდება.

ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით ნებადართული იქნება სავალი გზის საპირისპირო ზოლში. შეზღუდვა მიმდინარე წლის 13 იანვარამდე იმოქმედებს.

 

დღის ამბები