17 იანვარი 2019,   15:02
ვრცლად
ძალადობა 34 წლის ქალზე - დაზარალებულმა სავარაუდო მოძალადე ამოიცნო და საზარელი შემთხვევის დეტალები "კურიერთან" გაიხსენა

მუხიანში მომხდარი 34 წლის ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. 23 წლის რობი ალადაშვილი, რომელსაც ახალგაზრდა ქალზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, სამართალდამცველებმა მუხიანში მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

ქალბატონი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, დეტალურად იხსენებს, როგორ მოხდა საზარელი შემთხვევა და როგორ შეძლო მოძალადისგან თავის დაღწევა. შემთხვევის დროს დაკავებული ქალს უკნიდან მიეპარა, ელექტროშოკერით კისრის არეში რამდენიმე დარტყმა მიაყენა და პარალიზებული იქვე მდებარე შენობისკენ გაათრია.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში დამნაშავე სამართალდამცველებმა დააკავეს. საგამოძიებო ექსპერიმენტით დაზარალებულმა სავარაუდო მოძალადე ამოიცნო, ამის შემდეგ რობი ალადაშვილმა ბრალი აღიარა და ის ახლა წინასწარ პატიმრობაში გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება.

ბრალდებულის ოჯახს მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურს. მამა მხოლოდ იმას ამბობს, რომ მისი შვილი ბოლო რამდენიმე თვეა გლდანში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და არ იცის რას საქმიანობდა თბილისში.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გლდანი-მუხიანის ტერიტორიაზე ქალზე ძალადობის მცდელობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

9 წლის ბავშვსა და 25 წლის გოგონაზე ფიზიკური ძალადობა ერთი თვის წინ გლდანის მე-7 მიკროში 30 წლამდე მამაკაცმა სცადა. სავარაუდო დამნაშავის აღწერილობა რობი ალადაშვილისას ემთხვევა, თუმცა ბავშვმა სურათზე ის ვერ ამოიცნო.

უკავშირდება თუ არა გლდანში მომხდარი ძალადობის მცდელობები 23 წლის რობი ალადაშვილს, გამოძიება ისევ გრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები