23 მარტი 2019,   08:51
ვრცლად
ცარიელი ფურცელი განმარტების ნაცვლად - განათლების სამინისტრო ია კერზაიას შვილს ცინიკურად პასუხობს

ერთთვიანი დუმილის შემდეგ განათლების სამინისტროს ცინიკური პასუხი ზუგდიდს სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილს - ბაჩანა შენგელიამ უწყებიდან ბეჭდით დამოწმებული ცარიელი ფურცელი მიიღო.

გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი უკვე ერთი თვეა, განათლების სამინიტროს სასწავლო დაწესებულებაში ინსპექტირების მიზეზების განმარტებას, საქართველოს მთავარ პროკურატურას კი დედის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვს.

ადვოკატი ლევან მახრაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურაში წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით დანაშაული აშკარად ჩანს, თუმცა პროკურატურა გახმაურებულ საქმეზე გამოძიების დაწყებას ვერ ბედავს.

„კურიერის“ ინფორმაციით, პროკურატურას ამ დრომდე არც იმ ანონიმური შეტყობინების ავტორი ჰყავს იდენტიფიცირებული, ვისი მიმართვის საფუძველზეც მეექვსე საჯარო სკოლაში ინსპექტირება დაიწყო.

ანონიმური შეტყობინების ავტორის ვინაობა, რომელიც მინისტრ ბატიაშვილს დავით აღმაშენებელს ადარებს, უცნობია ადვოკატებისთვისაც. თუმცა ბაჩანა შენგელიას უფლებადამცველი განთლების სამინისტროს უკანონო გადაწყვტილების მიღებაში ადანაშაულებს.

რის საფუძველზე ჩატარდა მეექვსე საჯარო სკოლაში ინსპექტირება, რომლის შემდეგაც სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა და რამდენად ჰქონდა სხვა განცხადებებზე რეაგირება ბატიაშვილის უწყებას, ამ ინფორმაციის გაცემაზე განათლების სამინისტრო უარს ამბობს. საჯარო ინფორმაციის დამალვის გამო სასამართლოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ საია-მ უკვე მიმართა.

მინისტრ ბატიაშვილთან შეხვედრას და კითხვებზე პასუხის გაცემას უკვე ერთი თვეა, ოპოზიცია ითხოვს. პარლამენტის შესაბამის კომიტეტს მოთხოვნით „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა. „ქართულ ოცნებაში“ ვარაუდობენ, რომ განათლების მინიტრი კითხვებს, სავარაუდოდ, 5 თებერვალს უპასუხებს.

დღის ამბები