19 მარტი 2019,   11:44
ვრცლად
ჭიათურის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ჭიათურის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სოფელ შუქრუთის მკვიდრი 29 წლის ანატოლი სილიშიკი სახლიდან 27 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

დაკარგული 29 წლის მამაკაცის ტანსაცმელი მეზობლის ეზოში იპოვეს. გაუჩინარებულ ახალგაზრდას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ ადგილობრივები. მათ ვერსიებზე საუბარი უჭირთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიური სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დღის ამბები