24 სექტემბერი 2019,   12:42
ვრცლად
პეკინის გამზირზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესია

პეკინის გამზირზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესია. მას ჭრილობა კისრის და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ექიმების ინფორმაციით, გაკეთდა სასწრაფო ოპერაცია და პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება. მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოშია მოთავსებული მეორე მამაკაციც.

ისინი გუშინ ქალაქის ცენტრში გამთენიისას დაჭრეს. მომხდარს წინ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი უძღოდა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები