27 მაისი 2019,   07:37
ვრცლად
მნიშვნელოვანი
რვა საათი დედაქალაქიდან თელავში ჩასვლისთვის - p.s-ის გადამღებმა ჯგუფმა, აკრედიტაციის მიუხედავად, ინაუგურაციაზე დასწრება ვერ შეძლო   

„პოსტ სკრიპტუმის“ გადამღებ ჯგუფს, რომელსაც ინაუგურაციაზე დასასწრებად სპეციალური აკრედიტაცია ჰქონდა, სალომე ზურაბიშვილს ფიცის დადების ცერემონია ვერ დაესწრო. გადამღებმა ჯგუფმა დედაქალაქი დილის 09:00 საათზე დატოვა და თელავისკენ გაემართა, თუმცა ინაუგურაციაზე ჩასვლა ვერ შეძლო. 

გადამღებ ჯგუფს ერთ-ერთმა ადგილობრივმა თელავში შესასვლელი გზა შემოვლითი გზებით მიასწავლა. ჟურნალისტმა და ოპერატორმა ქალაქში ჩასვლა მხოლოდ საღამოს 5 საათზე შეძლეს. 

გადამღებ ჯგუფს, როდესაც გომბორის უღელტეხილზე მივიდა, გზა გადაკეტილი დახვდა. ამის შემდეგ გურჯაანის მიმართულებით გაემგზავრნენ, სადაც მოძრაობა სრულად პარალიზებული იყო.  

ადგილზე იმყოფებოდა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მურმან დუმბაძე.

„ყველა ხელისუფლება საკუთარ ბედს ჭედავს, თუ უნდა, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიანად გააგრძელოს ხელისუფლება, საჭიროა, ადამიანებს მისცეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება. რაც მაქვს მე ინფორმაცია, პოლიციამ ჩაკეტა, მიკროავტობუსებით ჩახერგა, მოძველბიჭო ელემენტებიც დააყენა და ფიქრობს, რომ ამით გზა გადაიკეტება. ვერ გადაკეტავს. გზის გადაკეტვა არის შეუძლებელი. საქართველოში თავისუფალ მოქალაქეს აქვს უფლება, თავისუფლად გადაადგილდებოდეს თავის ტერიტორიაზე, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას საქართველოს მოქალაქეები არ ვაპატიებთ... თუ  ხელისუფლება დაიმსახურებს პანღურს, მიიღებს პანღურს,“ - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

„პოსტ სკრიპტუმის“ ჟურნალისტმა ის მოვლენები გაიხსენა, როდესაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსა და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები