17 იანვარი 2019,   14:38
ვრცლად
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - ოპოზიციის წევრები აქციის გამართვისთვის ემზადებიან

რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია. პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის წევრები აქციის გამართვისთვის ემზადებიან.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების დიდი რაოდენობა. ტერიტორიაზე იმატებს ხალხის ნაკადი.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები თათბირის შემდეგ უკვე იმ აქციაზე გააჟღერებენ საკუთარ გეგმებს, რომელიც სულ ცოტა ხანში უნდა დაიწყოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები