27 ივნისი 2019,   01:52
ვრცლად
IRI ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობასთან ითანამშრომლებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოს სამოქალაქო მოძრაობასთან ითანამშრომლებს.

ალეკო ელისაშვილი თანამოაზრეებთან ერთად, დღეს IRI-ის ახალ ხელმძღვანელს, ჯონ დიპიროს, შეხდა.

ჯონ დიპირომ მზადყოფნა გამოთქვა, რომ მოძრაობის წევრები ახალი ლიდერების კამპანიაში, ასევე მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში დაატრენინგოს.

"ჩვენ უშუალოდ ვართ ჩართულები, რომ პოლიტიკური არჩევნების სფერო საქართვლოში იყოს ღია და გამჭვირვალე. დღეს შეხვედრაზე გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა, რა გეგმები აქვს ახლადშექმნილ სამოქალაქო მოძრაობას, როგორ ხედავენ ისინი განვითარების პერსპექტივებს, რათა უფრო მეტად გამოხატავდნენ მოქალაქეების რეალურ ინტერესებს. ასევე განვიხილეთ, რა საჭიროებების წინაშე დგანან ისინი ამჟამად და ჩვენ რა რესურსი გვაქვს მხარდაჭერის აღმოსაჩენად,“ - განაცხადა ჯონ დიპირომ.

იგეგმება ექსპერტების მოწვევა შეერთებული შტატებიდან, რომლებიც მოძრაობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციის პროცესშიც ჩაერთვებიან.

საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი, ლევან იოსელიანი, ამბობს, რომ მოწვეული ექსპერტები ახალ მოძრაობას სამოქმედო გეგმის დასახვაში დაეხმარებიან. 

დღის ამბები