27 ივნისი 2019,   02:46
ვრცლად
გორის ქალთა გუნდმა, ქეთი მელუასთან ერთად, კონცერტები ევროპის 37 ქალაქში გამართა

2-თვიანი ევროპული ტურნედან გორის ქალთა გუნდი თბილისში გამთენიისას დაბრუნდა. გუნდმა, ქეთი მელუასთან ერთად, კონცერტები ევროპის 37 ქალაქში გამართა.

მსმენელს მუსიკოსებმა 2016 წელს გამოშვებული ალბომის რეპერტუარი და ახალი ნაწარმოებები წარუდგინეს.

ალბომი კი დიდი ბრიტანეთის ჩარტების ათეულში მოხვდა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა ქართველი მუსიკოსები ბრიტანეთის ტოპ ათეულში მოხვდნენ.

გორის ქალთა კამერული გუნდი, ქეთი მელუასთან ერთად, ახლა უკვე ახალ რეპერტუარზე მუშაობს.

 

დღის ამბები