27 ივნისი 2019,   02:33
ვრცლად
პოლიცია 30 წლამდე მოძალადეს ეძებს - მამაკაცი გლდანში თავს ახალგაზრდა ქალს და რამდენიმე მოზარდს დაესხა 

გლდანში ახალგაზრდა ქალზე თავდასხმის გამო პოლიცია 30 წლამდე მამაკაცს ეძებს. 25 წლის ქალს უცნობი მამაკაცი აედევნა და მასზე ფიზიკური ძალადობა სადარბაზოში სცადა.

30 წლამდე მამაკაცისგან დასაღწევად ახალგაზრდა ქალი დახმარებას დედას და მეზობლებს სთხოვდა. ყვირილის ხმაზე გამოსული ხალხის შემდეგ სავარაუდო მოძალადე ადგილიდან გაიქცა.

დაზარალებულმა თავდამსხმელის ფიზიკური მონაცემები სამართალდამცველებსაც აღუწერა და, სავარაუდოდ, უკვე შედგენილია ფოტორობოტიც. დამნაშავის იდენტიფიცირება ადგილობრივებმაც მოახერხეს. ისინი რამდენიმე მსგავს ინციდენტზე საუბრობენ. მათი თქმით, სამი დღით ადრე ასევე უცნობი მამაკაცი ამჯერად არასრულწლოვან გოგონას აედევნა. ბავშვმა თავის დაღწევა ლიფტში შესვლით მოახერხა.

ძალადობის სავარაუდო ფაქტი გლდანის მე-7 მიკრო რაიონის 22-ე კორპუსში დაფიქსირდა. არასრულწლოვანზე ადევნების შესახებ პირველად სექტემბერში გაიგეს. დაზარალებულების აღწერილობით იგივე აღნაგობის მამაკაცი სამი თვის წინ, 9 წლის ბავშვს მარკეტში შეჰყვა და შემდეგ სადარბაზომდე მიჰყვა. ბავშვის ტირილზე ბინიდან მშობელი გამოვიდა, რა დროსაც დამნაშავე გაიქცა.

„კურიერის“ ინფორმაციით, ჯერჯერობით დამნაშავის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. პოლიცია ვერც თვეების წინ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში მონაწილის კვალზე გავიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები