17 იანვარი 2019,   15:29
ვრცლად
ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების პირველადი დათვალიერება დაცვის მხარესაც შეეძლება

ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების პირველადი დათვალიერება დაცვის მხარესაც შეეძლება. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. 

სადაო ნორმის გაუქმებამდე დაცვის მხარეს ამის უფლება არ ჰქონდა და მტკიცებულებებს ჯერ ბრალდების მხარე ანუ პროკურატურა ეცნობოდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული წესი ეწინააღმდეგებოდა პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას. გადაწყვეტილება პირველმა კოლეგიამ გამოაცხადა.

"სასამართლომ თქვა, შესაძლოა, არსებობდეს ისეთი მტკიცებულება, რომელიც ვარგისია მხოლოდ ერთჯერადი დათვალიერებისთვის. არსებობს რისკი მისი განადგურების ამ გამოლევის, ამიტომაც ეს წესი არათანაბარ პირობებში აყენებდა მხარეებს. შესაბამისად, ის უგულებელყოფდა დაცვის მხარის ინტერესებს," - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველმა, გიორგი სულხანიშვილმა.

დღის ამბები