17 იანვარი 2019,   15:13
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი გმირთა მემორიალთან პატივის მისაგებად აღარ მივა - თბილისში დაგეგმილი საინაუგურაციო ცერემონია გაუქმდა

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება, რომელიც თბილისში უნდა ჩატარებულიყო გაუქმდა.

მიზეზი საინაუგურაციო კანონში შეტანილი ის ცვლილება გახდა, რომელიც პრეზიდენტმა დღეს დაჩქარებული წესით გამოსცა.

შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი 16 დეკემბერს აღარ მივა პანთეონში და გმირთა მემორიალთან, სადაც ინაუგურაციის ძველი წესის თანახმად პრეზიდენტი ფიცის დადებამდე უნდა მისულიყო.

გარდა ამისა, შესაძლოა, გაუქმდეს წინანდალში დაგეგმილი მიღებაც, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ უნდა გამართულიყო.

დღის ამბები