17 იანვარი 2019,   14:41
ვრცლად
ბრექსიტის საკითხი - ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ევროპული საბჭოს სამიტის თემა ბრექსიტია. შეხვედრას ტერეზა მეიც ესწრება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერი კიდევ ერთხელ შეეცდება დაარწმუნოს ევროპელი ლიდერები, რომ ბრექსიტის პირობების შესახებ ხელახალი მოლაპარაკებები დაიწყონ. ის კოლეგებისგან პარლამენტართა მხარდაჭერის მოსაპოვებლად ირლანდიის საზღვრის სადაო საკითხზე სამართლებრივ გარანტიებს ითხოვს.

ამ ინიციატივაზე ტერეზა მეიმ ევროკავშირისგან უარი უკვე მიიღო, რის გამოც გუშინდელ სამიტსაც არ დასწრებია.

დღის ამბები