17 იანვარი 2019,   15:17
ვრცლად
ტრამპი პუტინს არ შეხვდება, თუ მოსკოვი უკრაინელ მეზღვაურებს არ გაათავისუფლებს

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მანამდე არ შეხვდება, ვიდრე რუსეთი დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს არ გაათავისუფლებს,- ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა.

ჯონ ბოლტონის თმით, დონალდ ტრამპს ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია აქვს. ქერჩის სრუტეში მომხდარი აგრესიის გამო, შეერთებული შტატების ლიდერმა რუს კოლეგასთან ერთი შეხვედრა უკვე ჩაშალა.

დონალდ ტრამპს და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ნოემბრის ბოლოს უნდა გამართულიყო.

დღის ამბები