19 მარტი 2019,   12:02
ვრცლად
ბუდაპეშტში აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, სამართალდამცველმა კი ცრემლსადენი აირი გამოიყენეს

საპროტესტო აქცია უნგრეთის დედაქალაქში პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბუდაპეშტის ქუჩებში რამდენიმე ათასი ადამიანი შრომით კოდექსში შეტანილი ცვლილებების გასაპტროტესტებლად გამოვიდა.

მომიტინგეებმა პრემიერმინისტის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ პოლციას ქვები დაუშინეს.

სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. საპროტესტო აქციები ბუდაპეშტში უკვე მეორე დღეა, გრძელდება.

დღის ამბები