18 ივნისი 2019,   17:01
ვრცლად
პოლიციელზე თავდასხმა - ზაზა სარალიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება

საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის გამო ზაზა სარალიძის საქმის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

მხარეები სხდომაზე მტკიცებულებებს წარადგენენ. ადვოკატის განმარტებით, სარალიძეს სამართალდამცველისთვის ბლაგვი საგნით დაზიანება არ მიუყენებია და ამას კადრებიც ადასტურებს.

უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმე სარალიძის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომლის მთავარი მიზანი ის არის, რომ შვილმოკლულმა მამამ პროტესტი შეწყვიტოს.

საქმე ეხება 26 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას, რაზეც სარალიძეს პოლიციელზე თავდასხმის გამო აქვს ბრალი წარდგენილი, თუმცა ის ბრალის ფორმულირებას არ ეთანხმება.  

„ვვარაუდობთ, დავაყენოთ შუამდგომლობები მტკიცებულებათა დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით. ძირითადად ეს ეხება, რა თქმა უნდა,  ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. შემიძლია ერთ-ორ მტკიცებულებაზე ვთქვა, ეს არის ამოღებული მტკიცებულება - ჯოხი, რომელიც, სავარაუდოდ, რასაც ედავებიან, რომ ზაზა სარალიძემ მოუქნია სამართალდამცველს, ამოღებული ნივთმტკიცება არის ავტომობილიდან. აღნიშნული მტკიცებულების დაუშვებლობაზე მინდა, იმსჯელოს სასამართლომ. რაც მე გადმომეცა საქმის მასალებიდან არ არის ის დანაშაულის ნიშნები, რასაც ედავებიან ზაზა სარალიძეს,“- გნაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ.

დღის ამბები