18 ივნისი 2019,   16:35
ვრცლად
სტრასბურგში განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია

სტრასბურგში განხორციელებულ თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია. შერიფ შეკატი, რომელსაც ქვეყნის პოლიცია და ანტიტერორისტული სამსახური ბოლო 48 საათის განმავლობაში ეძებდა, სამართალდამცველებმა სტრასბურგის ერთ-ერთ ქუჩაზე შენიშნეს.

29 წლის მამაკაცმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. საპასუხო სროლის შედეგად სამართალდამცველებმა ძებნილი მოკლეს.

ადგილზე უკვე ჩავიდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. მისი თქმით, გამოძიება დაადგენს ჰყავდა, თუ არა თავდამსხმელს თანამზრახველები.

 

დღის ამბები