18 ივნისი 2019,   17:38
ვრცლად
ინტერნეტში ნარკოტიკის გაყიდვა ისევ გრძელდება - რეალიზატორები Viber-ში გამოჩდნენ

„კურიერის“ მიერ ინტერნეტით მკვლელი ნარკოტიკის გაყიდვის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებიდან, თითქმის, ერთი კვირა გავიდა, შსს-ს კი ამ საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებია.

ინტერნეტში ნარკოტიკის გაყიდვა ისევ გრძელდება. ამჯერად ვირტუალური რეალიზატორები Viber-ში გამოჩდნენ.

ისინი მოქალაქეებს უგზავნიან შეტყობინებას იმის შესახებ, თუ სად და როგორ არის შესაძლებელი სინთეზური ნარკოტიკის შეძენა. მათ შორის საუბარია, მძიმე სახის ნარკოტიკულ საშუალებებზე.

ამავე ჯგუფებიდან მოქალაქეებს შეტყობინებები იარაღის ყიდვის შესახებაც ეგზავნებათ. ინფორმაცია „კურიერს“ ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა მიაწოდა, რომელსაც მსგავსი შინაარსის შეტყობინება მივიდა და რომლის ანონიმურობასაც ვიცავთ.

დღის ამბები