19 მარტი 2019,   11:37
ვრცლად
იზორიამ ფეშენებელური სახლების მშენებლობაში დახარჯული ფული დამალა - "გამჭვირვალობა" გამოძიების დაწყებას ითხოვს

თავდაცვის მინისტრის ფეშენებელური სახლების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს. დგინდება, რომ ლევან იზორიამ ნახევარი მილიონი ლარის ქონება გაურკვეველი შემოსავლით აიშენა. ოფიციალურ დეკლარაციაში არსად ჩანს ის თანხა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ მშენებლობების განხორციელება.

მინისტრი კითხვებს არ პასუხობს. მის ნაცვლად განმარტებებს ამ საფინანსო ოპერაციებზე თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი აკეთებს. უწყებაში ამტკიცებენ, რომ თავდაცვის მინისტრი მუშებს ფულს ხელზე აძლევდა და სამშენებლო მასალასაც ნაღდი ანგარიშსწორებით ყიდულობდა.

დამალული ფულის გამო "საერთაშორისო გამჭვირვალობა" თავდაცვის მოქმედი მინისტრს კანონდარღვევაში ადანაშაულებს და საკითხის გამოძიებას მოითხოვს.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის მკვლევარების ვარაუდით, იზორია სახლის მშენებლობის დროს იმაზე მეტს ხარჯავდა, ვიდრე შემოსავალი ჰქონდა. ამიტომ კვალის დაფარვის მიზნით დეკლარაცია შეცდომით შეავსო.

თავდაცვის მოქმედი მინისტრი უკვე მეორე თვეა, ამტკიცებს, რომ მისი შემოსავლის წყარო ახლად აშენებული სახლების გაქირავებაა. იზორია აცხადებს, რომ სახლები კრედიტით აიშენა, რომლის ძირითად ნაწილს სწორედ ბინის გაქირავებით იხდის.

საზოგადოებამ "შაბათის კურიერში" გასული სკანდალური რეპორტაჟებიდან შეიტყო, რომ თავდაცვის მინისტრმა საჯარო სამსახურში დასაქმების შემდეგ ორი ფეშენებელური სახლი აიშენა, რომელსაც დოკუმენტების მიხედვით, მინისტრის მეუღლე ფლობს. ლევან იზორია, 2012 წლამდე უძრავ ქონებას არ ფლობდა.

დღის ამბები