17 იანვარი 2019,   14:30
ვრცლად
პარლამენტმა 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ერთი მილიარდი ლარი გაუხარჯავი დარჩა.

ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების პროექტის მიხედვით, აღნიშნული თანხით სტრასბურგსა და ლონდონში საქართველოს დიპლომატიური მისიებისთვის შენობების შეძენა იგეგმება.

მთავრობა თანხის გადანაწილების ხარჯზე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდას გეგმავს.

ოპოზიციამ მთავრობა თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო გააკრიტიკა, რადგან ოპონენტების შეფასებით, „საბიუჯეტო სფეროში პერმანენტული ქაოსია“.

„ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ მიმდინარე წელს პრიორიტეტები მთავრობას სწორად ჰქონდა გაწერილი და ახლა მთავარია, თანხაც ამ პრიორიტეტების მიხედვით სწორად დაიხარჯოს.

დღესვე დამტკიცდა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვითაც, მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მილიონი ლარი იქნება.

დღის ამბები