17 იანვარი 2019,   15:51
ვრცლად
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება

 ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს ხვდება. ტერეზა მეი ბრიუსელისგან ახალი გარანტიების მიღებას ცდილობს, კერძოდ ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვრის საკითხზე.

თუმცა ცნობილია, რომ არსებული გარიგების პროექტზე ევროკავშირი ხელახალი მოლაპარაკების დაწყებას არ აპირებს.

დავა ბრექსიტის შეთანხმების პროექტზე ბრიტანეთის პარლამენტსა და მთავრობაშიც დიდი ხანია, მიმდინარეობს.

პრემიერმინისტრს თანაპარტიელების ნაწილიც დაუპირისპირდა, შედეგად კონსერვატორებმა ლიდერის ნდობის საკითხი კენჭისყრაზე გაიტანეს. თუმცა ტერეზა მეიმ პარტიის თავმჯდომარის და პრემიერმინისტრის პოსტიც შეინარჩუნა.

 

დღის ამბები