17 დეკემბერი 2018,   01:01
ვრცლად
არის პანიკაში, ისტერიკაში, იცის, რომ არჩევნებს აგებს კატასტროფულად და ახლა თავის სახეები გამოაკრა პლაკატზე - მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილზე 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცესკო-ს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს ჩატარდება.

მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულად აფასებს ამ გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ შუა კვირაში არჩევნების დანიშვნა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.

„28 ნოემბერს დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. რა თქმა უნდა, ეს არის კანონის უხეში დარღვევა, იმიტომ, რომ კანონში ნათლად წერია, საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ტარდებოდეს მხოლოდ კვირა დღეს. ახლა, ისინი ამბობენ, მეორე ტურია, საპრეზიდენტო არჩევნები კი არ არის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია, რა სისულელეა. საპრეზიდენტო არჩევნები არის საპრეზიდენტო არჩევნები და მათი დანიშვნა ოთხშაბათს არ შეიძლებოდა. სხვათა შორის, თავის დროზე ტექნიკურად ეს შეცდომა მეც დავუშვი და მევე გავასწორე ეგრევე და მაშინ, ივანიშვილი ყველაზე მეტად იყო აღშფოთებული,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შუა კვირაში დანიშვნა, ივანიშვილის ჩანაფიქრი იყო. სააკაშვილის აზრით, ივანიშვილი ფიქრობს, რომ შეძლებს ადმინისტრაციული რესურსის სრულ მობილიზებას ხმის მისაცემად.

სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის მიზანია, რომ კერძო ბიზნესის მფლობელებმა თავიანთი თანამშრომლები არ გაუშვან არჩევნებზე.

„რატომ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები მან ოთხშაბათს? ძალიან მარტივი მიზეზების გამო - არის პანიკაში, ისტერიკაში, იცის, რომ არჩევნებს აგებს კატასტროფულად და დამოუკიდებელი კანდიდატიო იძახდა და ახლა თავის სახეები გამოაკრა პლაკატზე და კიდევ კობახიძის. მაგრამ მათ რის იმედი აქვთ, რომ თვითონ ორგანიზებულად სამსახურის ხალხს მიიყვანენ და კერძო ბიზნესებს ეტყვიან, თქვენი თანამშრომლები თქვენ არ გაუშვათ, უცხოეთში ჩვენი თანამემამულეები ვერ მივლენ, იმიტომ, რომ იქ გამოსასვლელ დღეს არავინ არ მისცემს, კომისიის წევრებიც კი ვერ მივლენ უცხოეთში ბევრ ადგილზე, არადა უცხოეთში წააგეს ორი ერთზე, სადაც ივანიშვილის მხრიდან ზეწოლა არ ვრცელდება,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენებს მიმართავს და მოუწოდებს, თანამშრომლები ხმის მისაცემად გაუშვან და არ დაემორჩილონ მმართველი გუნდის წევრების მითითებებს.

„მე მინდა მივმართო ბიზნესების მფლობელებს, გაუშვით თქვენი თანამშრომლები ოთხშაბათს ხმის მისაცემად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, გატყუებთ მთავრობა, რომელიც გეუბნებათ ჩვენ მაინც დავრჩებით, მერე რა რომ აირჩევთ ვაშაძეს, მერე ჩვენ ხელში იქნებით. როგორც კი ისინი წააგებენ საპრეზიდენტო არჩევნებს, საქართველოში მოვა კოალიციური სახალხო ნდობის მანდატით აღჭურვილი ახალი მთავრობა, ამ არჩევნების კვალდაკვალ და სულ სხვანაირი სიტუაცია იქნება. ამიტომ, ესენი არიან წამსვლელები და მათი ნუ შეგეშინდებათ, ხომ ხედავთ რა პანიკაში და ისტერიკაში არიან,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ასევე მიმართავს ემიგრანტებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად მიიღონ.

„მე მინდა მივმართო ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში, მეგობრებო, მე ჩემს თავზე გამოვცადე რა არის სიმწარე იძულებითი ემიგრაციის. აჩუქეთ ეს ერთი დღე თქვენს სამშობლოს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები