17 დეკემბერი 2018,   01:01
ვრცლად
„უკრაინის მოვლენებმა რეალურად გახსნა პანდორას ყუთი და გამოაჩინა რუსეთის რეალური სახე" - ნონა წოწორია

2008 წლის შემდეგ გეოპოლიტიკურად ბევრი რამ შეიცვალა და უკრაინის  მოვლენებმა გახსნა პანდორას ყუთი, რომელმაც  რუსეთის რეალური სახე გამოაჩინა - ამის შესახებ განცხადება, ნონა წოწორიამ გააკეთა.  

წოწორია წლების განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა, როგორც ეროვნული მოსამართლე სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში.

მისი თქმით, მოხდა ბევრი მოვლენის გადაფასება და საერთაშორისო საზოგადოებამ სხვანაირად აღიქვა რუსეთის ქმედებები.

„უკრაინის მოვლენებმა რეალურად გახსნა პანდორას ყუთი, რომელმაც რეალურად აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი არ არის შენ პასუხს გასცემ 20 წლიან აგრესიაზე თუ არ გასცემ, ზუსტად იგივე სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდე. ამიტომ უკრაინის  მოვლენებს ამ თვალსაზრისით ჰქონდა ფუნდამენტური  მნიშვნელობა. ტალიავინის კომისიის დასკვნაც ვერ იქნება ერთადერთი ჭეშმარიტება. თვითონ ისინი ამბობდნენ, რომ შეზღუდულები იყვნენ დროის კონკრეტულ  მონაკვეთში მათ ხელთ არსებული ინფორმაციით. ამიტომ მთლად სწორი და საიმედო  არ არის მაინც და მაინც ტალიავინის კომისიაზე დაყრდნობა და მათი არგუმენტად გამოყენება იგივე ომის დაწყების მიზეზებთან,“-განაცხადა ნონა წოწორიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები