17 დეკემბერი 2018,   01:06
ვრცლად
კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებლის საქმე - დაცვის მხარე პირველი ინსტანციის განაჩენს არ ეთანხმება

კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებლის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ბრალდებისა და დაცვის მხარეების რეპლიკებით გაგრძელდა. დაცვის მხარე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის განაჩენს ფარმან ჯეირანლისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ.

ადვოკატების განმარტებით, არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომ ჯეირანლიმ ფინანსური სარგებლის მიღების მოტივით დაითანხმა ორი პაციენტი, ჩატარებოდათ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, რის შემდეგაც ორივე გარდაიცვალა.

პროკურატურა კი აცხადებს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია იმისათვის, რომ განაჩენი ძალაში დარჩეს.

„ბრალდების მხარეს წარმოდგენილი გვაქვს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ის, რასაც მსჯავრდებული ფარმან ჯეირანლი უცხადებდა პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს, რომ თითქოს და ოპერაციები იყო სასწრაფო, არ აღმოჩნდა ასე. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ოპერაციები სასწრაფო არ იყო. გარდა ამისა, ჩვენ საქმეში გვაქვს დაზარალებულთა ჩვენები,“ - განაცხადა პროკურორმა, გიორგი ოსაძემ.

დღის ამბები