16 დეკემბერი 2018,   23:38
ვრცლად
ე.წ. "გორის კლანი" - შსს-სა და სხვა უწყებებში არსებული ნეპოტიზმი და გავლენები რეგიონში

გაზეთი "ქრონიკა პლუსი" შსს-სა და სხვა უწყებებში ნეპოტიზმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გორის კლანი - ასე მოიხსენიებს სტატიის ავტორი კახა საბანაძესა და მის ნათესავებს. სქემა ასეთია: შსს მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის მამა, ემზარ საბანაძე ონის არჩეული მერია და საპატრულო პოლიციის უფროსის თემურ კუპატაძის სიმამრთან ერთად რაიონს სრულად აკონტროლებს. ემზარ საბანაძის ნათლულია გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, მისი ძმა გიორგი ხოჯევანიშვილი კი შიდა ქართლის გუბერნატორი. ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ქვისლი ნიკა გელაშვილი კი 112-ის ხელმძღვანელია. ნეპოტიზმის სქემა ამით არ სრულდება. გახარიას მოადგილის კახა საბანაძის ქვისლი კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია და "ქრონიკა პლიუსის" სტატიის მიხედვით, სწორედ ის ალაგებს ყველაფერს რეგიონში, მათ შორის ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე კავშირები აქვს კრიმინალურ ავტორიტეტებთან. სტატიის მიხედვით, ნეპოტიზმზე საუბარი სხვა მაღალჩინოსნებთან დაკავშირებითაც, მათ შორის წინა მთავრობის დროინდელ ჩინოვნიკებზე.

"იკიდებს ფეხს ნელ-ნელა შინაგან საქმეთა სამინისტროში ე.წ. გორის კლანი და რეალურად საბანაძეს აქვს ის უფლებამოსილებები რაც აქვს მინისტრ გახარიას, მაგალითად 10 ნოემბრის აქციის დარბევას შვილმოკლული მამების, სწორედ საბანაძე ხელმძღვანელობდა,"-აცხადებს ელისო კილაძე.

დღის ამბები