16 დეკემბერი 2018,   23:49
ვრცლად
„პატრონი არ გვყავს, ჩვენ ნორმალური მთავრობა არ გვყავს" - გურულები აცხადებს, რომ შიმშილისთვის არიან განწირულები

„პატრონი არ გვყავს, ჩვენ ნორმალური მთავრობა არ გვყავს,“ - გურიის მოსახლეობის უმრავლესობა ხელისუფლებას აკრიტიკებს. მათი თქმით, უკიდურეს სიღარიბეში უწევთ ცხოვრება.

გურიაში ამბობენ, რომ მოსავალი ფაროსანამ გაანადგურა, ხოლო იმ შხამ-ქიმიკატებმა, რომელიც მწერთან საბრძოლველად დაურიგეს, - ბოსტნეული. მოსახლეობის თქმით, შიშმილისთვის განწირულები არიან. 

გურულების განცხადებით, ლარის გაუფასურებამ მათ გაჭირვებაზე კიდევ უფრო უარყოფითი გავლენა იქონია. მათი თქმით, ქართული ოცნების მთავრობა უნდა შეიცვალოს.

გურიის მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილის დაპირებების აღარ სჯერა.

გურულების ნაწილი კი აცხადებს, რომ ურჩევნიათ, გაჭირვება იყოს, ვიდრე შიშში იცხოვრონ. 

გურიაში არჩევანის გადამღებ ჯგუფს მუშაობა თვალთვალის ქვეშ უწევდა. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ მათ ხელისუფლების ეშინიათ. 

დღის ამბები