17 დეკემბერი 2018,   00:43
ვრცლად
აშშ-ს საელჩო საქართველოს კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამას აგრძელებს

პროექტის ფარგლებში უფლისციხის დაზიანებების შესწავლა -აღწერა, შემდეგ კი მისი გამაგრება-კონსოლიდაციის გადაუდებელი ღონისძიებების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება მოხდება.

კულტურულ ძეგლზე სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწარმოებს.

"სამუშაოს პირველი ნაწილი ფაქტიურად უკვე დაწყებულია. ეს ეხება ძეგლის სამგანზომილებიან მოდელის აგებას, ლაზერული სკანირებით, აეროგადაღებით. ეს ეხება ძეგლის გეოლოგიურ და გეომექანიკურ კვლევას"- ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ილია ელაშვილი.

უფლისციხის როგორც კულტურული ძეგლის მნიშვნელობაზე საუბრობს აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ელიზაბეთ რუთი.

„2001 წლიდან ამერიკის საელჩომ გამოყო ერთ მილიონზე მეტი დოლარი 17 პროექტისთვის და ჩვენი ახალი პროექტი მხარს უჭერს უფლისციხის გადარჩენას, იმიტომ, რომ უფლისციხე საქართველოს კულტურული სიმდიდრის მშვენიერი და მნიშვნელოვანი ნაწილია.“-აცხადებს რუთი

დღის ამბები