16 დეკემბერი 2018,   23:22
ვრცლად
საფრანგეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტების მესამე წლისთავს აღნიშნავენ

საფრანგეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტების მესამე წლისთავს აღნიშნავენ. ღონისძიებები პარიზში "სტად დე ფრანსის" სტადიონთან დაიწყო, სადაც გერმანია - საფრანგეთის ამხანაგური მატჩის მსვლელობის დროს ორი ბომბი ამოქმედდა.

ზუსტად 3 წლის წინ ტერორისტები ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში შეიჭრნენ და, პარალელურად, რამდენიმე კაფეში ცეცხლი გახსნეს. ტერაქტებს მაშინ 130 ადამიანი ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა კი ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

"ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამქვეყნად არ არის" - გრიგოლ ვაშაძე კასპის და ქარელის მოსახლეობას შეხვდა

 

დღის ამბები