17 დეკემბერი 2018,   00:17
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის ომის ქართველი გმირები შესაძლოა ჰააგის სასამართლოში რუსეთის პირისპირ მარტო დატოვოს

საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის ომის ქართველი გმირები შესაძლოა ჰააგის სასამართლოში ოკუპანტი სახელმწიფოს პირისპირ მარტო დატოვოს.

ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვი აქვთ, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი არათუ ცდილობს საკუთარი სამხედროებისა და პოლიტიკოსების სასარგებლოდ ჰააგაში მტკიცებულებების წარდგენას, არამედ ხელს უშლის ამ პროცესს.

დღეს დებატები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც „ევროპულმა საქართველომ“ მინიტრების პარლამენტში დაიბარა. გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდს ის ზურაბიშვილის წიგნის ფრაგმენტები შეახსენა, რომელიც მოსკოვმა საქართველოს წინააღმდეგ ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოში მტკიცებულებად გამოიყენა.

მმართველი გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ „ოცნება“ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ მოქმედებს.

ჰააგის სისხლის სასამართლომ ომის დანაშაულში მონაწილე კონკრეტული პირების ბრალეულობა უნდა გამოავლინოს. პროცესი 2008 წელს დაიწყო, ორივე ქვეყენა: საქართველო, რუსეთი და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი გამოძიებას თავადვე აწარმოებდა.

2014 წელს ვითარება შეიცვალა, როდესაც თეა წულუკიანმა საქართველოში გამოძიება შეწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროცესში უკვე ჰააგის პროკურორები ჩაერთვნენ. ახლა კი საქმე იქით მიდის, რომ მომავალი წლის დასაწყისში შესაძლოა უკვე ქართველი სამხედროებისა და პოლიტიკური მაღალჩინოსნების დაკავების ორდერები გამოსცეს და საქართველოს სახელმწიფომ ჰააგის სასამართლოს გადაცეს თავისის მოქალაქეები.

რუსეთისთვის სისხლის სამართლის სასამართლოს ვერდიქტი სავალდებულო არ არის. გამოდის, რომ ამ პროცესში დაზარებული ქართველი სამხედროები იქნებიან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იბრძოდნენ.

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი არ ჰყავს. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსები აქტიურად მუშაობენ და სასამართლოს საქართველოს საწინააღმდეგო მასალებს მუდმივად აწვდიან. პროცესი, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

როგორც აფრიკული სახელმწიფოების მაგალითები აჩვენებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არამხოლოდ დაბალ და საშუალო დონის ჩინოვნიკებს, ძირითადად, უმაღლესი ხელისფლების პირებს ასამართლებს.

დღის ამბები