16 დეკემბერი 2018,   23:56
ვრცლად
„იქნებ ოპოზიციის ჩართულობით მაინც დაინტერესდეს მთავრობა" - ნიკა ჯეირანაშცილი "ევროპულ საქართველოს" შეხვდა

საერთაშორისო ორგანიზაცია Justice International-ის წარმომადგენელი, ნიკა ჯეირანაშვილი საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა. მან ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში მიმდინარე პროცესის შესახებ ოპოზიციას ინფორმაცია მიაწოდა.

ჯეირანაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მკაფიო ნაბიჯები გადადგას, რადგან აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გამო შესაძლოა, ქართველი სამხედროები, ყოფილი პოლიტიკური ლიდერები და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჰააგის სასამართლოს განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდნენ.

„იქნებ ოპოზიციის ჩართულობით მაინც დაინტერესდეს მთავრობა ამ თემით და ცოტა მეტი ყურადღება მიექცეს. მინიმუმ, იმას მაინც მივაღწიოთ, რომ ჰააგაში ერთი ადამიანი მაინც დასვან წარმომადგენელი, ვინც ამ თემას ახლა მაინც მიყვება. სავარაუდოდ, ამ ეტაპის შემდეგ ვიხილავთ გარკვეულ დაკავების ორდერებს, ან მინიმუმ, სასამართლოში დაბარებას საქართველოს მხრიდან,“- განაცხადა ნიკა ჯეირანაშვილმა.

 

დღის ამბები