17 დეკემბერი 2018,   00:38
ვრცლად
სათითაოდ დაგივლით დედიან-მამიანა, სულ ყველას, ეს მართლა არამზადები - ირმა ინაშვილი

„თქვენი ტიტუშკების არავის არ ეშინია, არც გვარამიასი არ ეშინია არავის, იქიდან, რომ დედას იგინება. დედის გინებაზე კი არა, დაგივლით სათითაოდ. სათითაოდ დაგივლით დედიან-მამიანა სულ ყველას. ეს მართლა არამზადები,“ - ეს განცხადება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

ირმა ინაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საზოგადოების მხარდაჭერას ვერ დაიმსახურებენ.

რომან გოცირიძემ ირმა ინაშვილს მიმართა და უთხრა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მისი შიში სამართლიანია.

„ვისაც ეშინია ეტყობა ულვაშებზე, რომ გიცახცახებთ მანდ და იმ ვაშაძეს, გამოცდილი კარგი მართლა, რუსების მსახური და აგენტი რომაა,“ - მიმართა ირმა ინაშვილმა რომან გოცირიძეს.

ირმა ინაშვილი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს. ინაშვილის თქმით, ის მეორე ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.

„ძალიან მარტივად მინდა, რომ გითხრათ, გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, თქვენი არავის არ ეშინია ამ ქვეყანაში. იმ პლაკატებს ახლა აქა-იქ რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე და დავამთავრებთ ამითი. ჩვენც დაგივლით სათითაოდ, ყველას კარებთან მოვალთ და ვერავინ ვერ გამაჩერებს. ყელას აგიკრავთ კარებთან, რომ თქვენ ჩააბარეთ ახალგორი და კოდორი გაყიდეთ და ახლა მე ამ თადუმაძეს მოვუწოდებ, მთავარ პროკურორს, რატომ არ იძიებს ახალგორის და კოდორის გარიგების საკითხს, რუსებს როგორ აჩუქეს ამ მოღალატეებმა,“ - განაცხადა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილმა ასევე ისაუბრა მაჩალიკაშვილი-სარალიძის საქმეზე და შს მინისტრს დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.

„იცით, ჩვენ თქვენგან რითი განვსხვავდებით? ჩვენ 15 წელზე ვლაპარაკობთ. დღეს რაც ხდება, რომ უნდა გამოიძიონ სარალიძის საქმე, უნდა გამოძიონ, დიახ, მაჩალიკაშვილის საქმეც და გამოიტანონ თუ რამე მტკიცებულებები აქვთ, ბოლოსდაბოლოს, იყო თუ არა კავშირში რაიმე სახის ტერორიზმთან, იყო თუ არ იყო. ამას ვითხოვ მე შს მინისტრისგან, მაგრამ თქვენ არ გინდათ იმაზე ლაპარაკი, რაც ჩაიდინეთ თქვენმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა. იმიტომ, რომ ის შეცდომა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაული იყო, სისტემური დანაშაული იყო და ყოველ დღე უნდა უხდიდეთ მადლობას ბიძინა ივანიშვილს, რომ იმან გადაგარჩინათ თქვენ და "ქართულმა ოცნებამ", ეს პრეტენზია გვაქვს ჩვენ "ქართულ ოცნებასთან“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები