15 ნოემბერი 2018,   20:20
ვრცლად
მნიშვნელოვანი
უტიფრად ამ საოკუპაციო ზოლს საზღვარი უწოდა - გაერთიანებული ოპოზიციის წევრები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აკრიტიკებენ

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას აფასებენ, რომლითაც პრეზიდენტობის კანდიდატმა მავთულხლართებს საზღვარი უწოდა.

საზოგადოებრივი მოძრაობის ”ახალი ერთობა საქართველოსთვის” დამფუძნებელი, ნიკა ვაშაკიძე აცხადებს, რომ ეს განცხადება, სახელისუფლებო კანდიდატის ოკუპაციისადმი დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გამოხატავს.

ანექსიის გაგრძელებას კი ოპოზიცია, ხელისუფლების პოლიტიკის შედეგს უწოდებს.

„თითქოსდა აღარაფერი არ გვიკვირს ქალბატონი სალომეს განცხადებებთან დაკავშირებით, მან უტიფრად ამ საოკუპაციო ზოლს საზღვარი უწოდა და მთელი ეს პრობლემა იმ ჭრილში განიხილა, რომ თითქოს ეს საკითხი დახურულია და ახლა მთავარი ამოცანაა, რაც მართლა არის ამოცანა, მაგრამ, ეს არის ერთ-ერთი მხოლოდ მთავარი ამოცანა ამ საზღვართან, როგორც მან თქვა, მცხოვრები მოსახლეობის უფლებები იქნას დაცული. ეს მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფება სწორედ მის მიერ თავის დროზე გაჟღერებულ „კონცეფციასთან“ იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს განგრენას საქართველოს სახელმწიფოსთვის და ის ჩამოსაშორებელია,“ - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

დღის ამბები