15 ნოემბერი 2018,   20:34
ვრცლად
მნიშვნელოვანი
პარიზში საშობაო სამზადისი დაიწყო

პარიზში საშობაო სამზადისი დაიწყო - პირველი სადღესასწაულო დეკორაციები პრინტემპსის სავაჭრო ცენტრმა გაანათა.

სეზონის გახსნის ცერემონიაზე ორგანიზატორებმა ცნობილი ფრანგი ხელოვანები მიიწვიეს, მათ შორის იყო მსახიობი ლეტიცია კასტა, რომელიც ღონისძიებას უძღვებოდა.

სავაჭრო ცენტრის ტერიტორია 3 ათას 400 მეტრის გირლიანდებით მორთეს და 170 მორთული ნაძვის ხე დადგეს.

ვიტრინებს კი მარიონეტები ამშვენებენ. 75 მოძრავი თოჯინა საშობაო თავგადასავალზე გვიამბობენ. სიუჟეტის მიხედვით ორი მთავარი გმირი შობის აღსანიშნავად გაუჩინარებულ სანტა კლაუსის ეძებენ.

დღის ამბები