13 ნოემბერი 2018,   22:06
ვრცლად
ახალი მავთულხლართები ატოცში - ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები პატრულირებას განაგრძობენ 

​ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ატოცში, 24 საათიან პატრულირებას განაგრძობენ. ისინი რუსეთის მხრიდან პროვოკაციებზე საუბრობენ და საქართველოს მთავრობის წევრებს ადგილზე ჩასვლისკენ მოუწოდებენ.

დასახლებული ტერიტორიის სიახლოვეს ოკუპანტებმა ერთი კილომეტრის მონაკვეთზე ახალ ბარიერები 2 დღის წინ გაამაგრეს.

მოსახლეობის კუთვნილი დამუშავებული მიწა უკვე მიტაცებულია, 30 ჰექტარი საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

დღის ამბები