15 ნოემბერი 2018,   21:41
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ჩხუბი საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში - სამედიცინო პერსონალი რამდენიმე მამაკაცს ფიზიკურად დაუპირისპირდა

ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში. სამედიცინო პერსონალი რამდენიმე მამაკაცს ფიზიკურად დაუპირისპირდა. შემთხვევა გუშინ, დღის პირველ ნახევარში მოხდა.  

წინასწარი ინფორმაციით, მედიკოსებს და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მიზეზი მეტადონის პროგრამა გახდა. რამდენიმე მოქალაქე პროგრამაში ჩართვის მიზნით, სპეციალური ცნობის გაცემას კლინიკისგან ითხოვდა, რასაც ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.

კლინიკის წარმომადგენლები მედიასთან მომხდარი ფაქტის შესახებ ღიად არ საუბრობენ, თუმცა პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ დაპირისპირება მართლაც მოხდა და ამბობენ, რომ ინციდენტი არა კლინიკაში, არამედ კლინიკის კიბეებზე მოხდა.   

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე ხულიგნობის მუხით აღიძრა. 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

 

​ 

დღის ამბები