15 ნოემბერი 2018,   21:07
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ეს იყო მიმართული, როგორც მისი პიროვნული, ასევე არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციისთვის - ეკა გიგაურის ადვოკატი ხაინდრავას ბრალდებაზე 

საქალაქო სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს " აღმასრულებელ დირექტორის ეკა გიგაურის და გოგა ხაინდრავას პროცესი გაიმართა. სასამართლოში გოგა ხაინდრავასთან ერთად მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“, რომლის წარმომადგენელმაც რეჟისორისგან განსხვავებით მედიასთან განმარტებები გააკეთა.

უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”პოზიციის” აღმასრულებელი დირექტორი, გურამ ადამაშვილი უკმაყოფილოა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის განცხადებით, რადგან მისი თქმით, ბიწაძემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს.

„ისე ემთხვევა თარიღები თვითონ 7 ნოემბრის პროცესებს, თვითონ იმ აქციის დარბევის პროცესს, ვადაზე ადრე კაპიტნის წოდების მინიჭების შესახებ და ა.შ. ჩვენ და მე, პირადად, როგორც ჩვეულებრივ ამ ქვეყნის მოქალაქეს, გამიჩნდა ძალიან დიდი ეჭვი იმის შესახებ, რომ კაპიტან გიგაურს აქვს მონაწილეობა მიღებული ამ პროცესებში. დანარჩენი სასამართლოსთვის მიმინდვია,“ - ამბობს გურამ ადამაშვილი.

გიგაურის ადვოკატის, თეონა ზაქარაშვილის თქმით, ხაინდრავას განცხადებები ეკა გიგაურთან ერთად თავად არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაციას ემსახურება.

„ფაქტია, რომ ეს ცილისმწამებლური განცხადებები ემსახურებოდა ქალბატონი ეკა გიგაურის ღირსების, პატივის და საქმიანი რეპუტაციის განზრახ შელახვას და ვიცით, რომ ქალბატონი ეკა არის ერთ-ერთი დიდი და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პრაქტიკულად, ეს იყო მიმართული როგორც მისი პიროვნულად, ასევე მთლიანად არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციისთვის,“ - განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა.

ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.

გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე მიანიჭეს. ხაინდრავას თქმით, კაპიტნის წოდება ეკა გიგაურმა სწორედ 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მიიღო.

ხაინდრავას მტკიცებით, 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოს მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები