15 ნოემბერი 2018,   20:20
ვრცლად
მნიშვნელოვანი
„ლარის კურსთან ერთად ქვეყანა თავისუფალ ცურვაშია" - დავით ბაქრაძე

„ლარის კურსთან ერთად ქვეყანა, ფაქტობრივად, თავისუფალ ცურვაშია დღეს და ქვეყანას არ ჰყავს პატრონი და ხელისუფლება, რომელიც რამეს გააკეთებდა ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად,“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ოპოზიციის წარმომადგენელი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს. „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას კონკრეტულ გეგმას სთავაზობს, რაც აქციზის განახევრებას გულისხმობს.

„ჩვენ, „ევროპული საქართველო“ კონკრეტულ ნაბიჯს ვთავაზობთ. პარლამენტში შეტანილი გვაქვს კანონპროექტი აქციზის განახევრების შესახებ. აქციზი გააორმაგა „ქართულმა ოცნებამ“ და კვირიკაშვილის მთავრობამ ერთი წლის წინ, ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, დაუბრუნდეს აქციზი ძველ ნიშნულს, განახევრდეს, რაც მინიმუმ, 20-25 თეთრით მყისიერად გააიაფებს ბენზინს,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

დღის ამბები